მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაწილის მიზანია: სტუდენტს შესძინოს სოციოლოგიის დარგის უახლეს მიღწევებზე დაფუძნებული სისტემური ცოდნა თანამედროვე სოციალურ-თეორიულ, ასევე, სოციოლოგიური კვლევის ემპირიულ მეთოდებთან დაკავშირებულ კომპლექსურ საკითხებზე.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილის მიზანია: საფუძლიანი ცოდნითა და პროფესიული ეთიკის სტანდარტებით შეიარაღებული დამოუკიდებელი მკვლევრის ჩამოყალიბება.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის პირველ ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და ქვემოთ ჩამოთვლილი გამოცდების საფუძველზე:
- გამოცდა სპეციალობაში (სოციოლოგიაში) 60%;
- გასაუბრება სპეციალობასა და უცხოურ ენაში (ინგლისური ენა B2) 40%;
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს სოციოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს (პროგრამის პირველი ნაწილის დასრულებით). ამ ნაწილზე დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სოციოლოგიის (I ნაწილი) დასრულების შედეგად, კურსდამთავრებული:
ა) ცოდნა და გაცნობიერება აანალიზებს სოციოლოგიის ძირითად თეორიებს და პარადიგმებს, აღწერს ემპირიული კვლევის უახლეს მიდგომებსა და დაწინაურებულ მეთოდებს.
ბ) უნარები: 2.1 კრიტიკულად განმარტავს დარგობრივი სოციოკულტურული ტრანსფორმაციების არსს და ძირითად მახასიათებლებს როგორც საქართველოში ისე საერთაშორისო სივრცეებში; 2.2 არგუმენტირებულად მსჯელობს იმ სოციალურ- პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც სოციალური ინსტიტუტებისა და სტრუქტურების მეშვეობით მიმდინარეობს; 2.3 კომპლექსურად იყენებს და განსაზღვრავს როგორც თეორიულ პარადიგმებს, ისე ემპირიული კვლევის როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ სივრცეში.
გ) პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: 3.1 მოქმედებს პროფესიული ეთიკის პრინციპებით, იცავს კვლევის ობიექტის (ადამიანები, ჯგუფები) უფლებებს (პირველ რიგში, მათ კონფიდენციალურობას და ანონიმურობას) და აღიარებს კულტურულ მრავალფეროვნებასა და განსხვავებებს.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სოციოლოგიის (II ნაწილი) დასრულების შედეგად, კურსდამთავრებული:
ა) ცოდნა და გაცნობიერება: 1.1 სხვადასხვა მეთოდს სოციალური პრობლემებისა და თანამედროვე საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხების შესწავლისთვის; 1.2 აყალიბებს დასკვნებს სოციალური მონაცემების დამოუკიდებლად დამუშავებისა და გაანალიზების საფუძველზე შესასწავლი პრობლემის არსის, მისი გადაჭრის გზების შესახებ;
ბ) უნარები: 2.1 დამოუკიდებლად, ხარისხიანად და მაღალ დონეზე წარმართავს კომპლექსურ კვლევებს. როგორც უფროსი მკვლევარი, თავად უძღვება კვლევითი პროექტის განხორციელებას მულტიკულტურულ და ინტერდისციპლინურ გარემოში ჯგუფში მუშაობის პრინციპების გათვალისწინებითა და არსებული ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დაცვით; 2.2 საკომუნიკაციო ტექნიკების გამოყენებით, ეფექტურად წარმართავს კომუნიკაციას ქართულ და უცხო ენაზე (ინგლისურ) შესაბამის აუდიტორიასთან (კვლევის ობიექტებთან-რესპონდენტებთან, ექსპერტებთან, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებთან).
გ) პასუხისმგებლობა და ავტონომიურობ: 3.1 მოქმედებს პროფესიული ეთიკის პრინციპებით, იცავს კვლევის ობიექტის (ადამიანები, ჯგუფები) უფლებებს (პირველ რიგში, მათ კონფიდენციალურობას და ანონიმურობას) და აღიარებს კულტურულ მრავალფეროვნებასა და განსხვავებებს; 3.2 აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გათვალისწინებით, ახდენს ახალი ცოდნისა და იდეების გენერირებას და აწვდის ობიექტურ რეკომენდაციებს იმ დაინტერესებულ ჯგუფებს („სტეიკჰოლდერებს), რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სოციალურ ცვლილებებზე.
სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაწილის კურსდამთავრებულს შეუძლია შრომითი საქმიანობის დაწყება ყველა იმ საჯარო თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ზოგადი კვალიფიკაციის სოციოლოგს საჭიროებს. ასეთი კვალიფიკაცია კი პრინციპულად ყველა სფეროში არსებულ ორგანიზაციას შეიძლება დასჭირდეს.
სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილის კურსდამთავრებულს შეუძლია შრომითი საქმიანობის დაწყება მაღალ ანალიტიკურ და მენეჯერულ პოზიციებზე ყველა იმ საჯარო თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის სოციოლოგს საჭიროებს.